სახელმწიფოს ერთი კოვიდპაციენტის მკურნალობა საშუალოდ, 2 000 ლარი უჯდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთი შემთხვევის მართვა, ამაში ვგულისხმობ ჰოსპიტალურ მართვას და არა სხვა დანარჩენს, დაახლოებით ეს 2 000 ლარია. მაგრამ ეს არის ძალიან უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 10 000 ლარი და მეტიც, ზოგჯერ კი, 5000 ლარი“- განაცხადა გაბუნიამ.
კომენტარები