საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„დღევანდელი მდგომარეობით, მობილიზებულია 7 103 საწოლი ქვეყნის მასშტაბით. აქედან, დილის 09:00 საათის მონაცემებით, დატვირთული არის 6 329. აქედან ტრიაჟის პროცესში, ანუ შეფასების პროცესში 255 პაციენტი. ინტენსიურ საწოლზე არის 1243 და ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება 378-ს. ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538. აქედან ყველაზე მეტად დატვირთულია, რა თქმა უნდა, ისევ თბილისის საწოლფონდი. ამდენად, პაციენტების ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემაა, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს, ნამდვილად არა“
“ალია” შეგახსენებთ, კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას დედა, ირმა ხელაშვილის გუშინდელ კითხვას – “მინისტრი თუ მისი მოადგილე გამოვიდა, 600-რაღაც თავისუფალი ადგილიაო, ძალიან გამაღიზიანებელი იყო, ჩემი შვილის ადგილი რატომ არ გამოინახა“
ესეც პასუხი – მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს, პრობლემა არ არისო, მინისტრის მოადგილემ!
აბა? – რატომ ვერ მოხვდა 19 წლის თეკლა კლინიკაში? კლინიკაში მიყვანილი, როგორ მიაბრუნეს ისევ კოვიდსასტუმროში? დედა ჰყვება, სასტუმროს ექიმმა მითხრა, “მეგონა ისინდისებდნენ და უკან აღარ დააბრუნებდნენ და დაიტოვებდნენო.”
6 329 პაცენტიდან ინტენსიური თერაპიაში სულ გყავთ 1243 პაციენტი და აქედან მხოლოდ 378-ს სჭირდება ხელოვნური ვენტილაცია – რას ვერ მართავთ? პირველად ჯანდაცვას და მენეჯმენტს? – ხო, გასაგებია!
ჯანდაცვის ექსპერტებო, თქვენ ხომ კარგად იცით, ეს ციფრები რას ნიშნავს? 6 329 პაციენტიდან მხოლოდ 378-ს რომ სჭირდება ხელოვნური ვენტილაცია და 19 წლის გოგო არ გადაგყავს კლინიკაში, ხომ იცით, თქვენ მაინც, ეს რას ნიშნავს?
კომენტარები