„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმ-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყოველდღე იმით ვიწყებ, რომ გადაწყვეტილი მაქვს შევეშვა ამ პლატფორმას, რომელსაც დროის ფლანგვის და ამაოების მეტი არაფერი მოაქვს; შუადღეს სხვის პოსტებს გადავავლებ ხოლმე თვალს და საღამოს უკვე ახალი პოსტისტის გამოცხობას ვიწყებ
ერთი პერიოდი გავაუქმე ფეისბუკ ანგარიში 2-3 წელიწადი, შემდეგ ჩავერთე ისევ თითქოს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც ნარკოლიბერალიზაციის საკითხები განიხილებოდა და ბოლოს კოვიდთან დაკავშირებით – რომელიც უბრალოდ ჩემი სპეციალობაა. მაგრამ ვგრძნობ რომ ცალსახად დამოკიდებულებას იწვევს.
სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება მე ვფიქრობ ძალიან სერიოზული პრობლემაა 21-ე საუკუნის და ბრწყინვალე საშუალებაა მავანთა მიერ მასების დეზინფორმაციის, მართვის და კონტროლის.
რაც მთავარია სასარგებლო დიდად ვერაფერი კეთდება: ტყულის, სიმართლის, დეზინფორმაციის, აბსურდის, ლანძღვა-გინების, ცინიზმის, ნიჰილიზმის, დეპრესიის, ექსჰიბიციონიზმის მორევში, რაიმე პოზიტიურის და პროგრესულის დაფიქსირება შეუძლებელი ხდება და შესაძლოა შეუფერებელიც კი იყოს ასეთ გარემოში საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა.
თანაც რამოდენიმე დღის წინ, ბატონ რევაზ ბოჭორიშვილის პოსტში წავაწყდი ე.წ. ბრენდოლინის კანონს, რომელიც ძალიან ზუსტად ასახავს დღევანდელ რეალობას, ამიტომ მოვიყვან ციტატას “Brandolini’s law, also known as the bullshit asymmetry principle, is an internet adage which emphasizes the difficulty of debunking bullshit: “The amount of energy needed to refute bullshit is an order of magnitude bigger than to produce it. – wikipedia”.
ამ სიზიფეს შრომაში იხარჯება და იფლანგება დრო, რომელიც ოჯახს, ახლობლებს, მოყვასს, სნეულებს, ქვეყანას უნდა მოხმარებოდა. ასე გადის ცხოვრება, ბოლოს კი მომღიმარი და სამწუხაროდ უკვე ვერასგზით ვეღარ განახლებადი ფეისბუკ გვერდით შედიხარ მარადიულობაში.
ხოდა ამდენი იმიტომ დავწერე, რომ ჯერერთი საქვეყნოდ განცხადებული სურვილი უფრო რთულად დასარღვევი იქნება და მეორეც თუ ჩემი ფბ ექაუნთი აღარ გამოგიჩდათ არ იფიქროთ რომ მეგობრებიდან წაგშალეთ
აბა კარგად!”
კომენტარები