ექიმი, ირმა კვიცარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“კოლეგებო, ახლახანს შევიტყვე რომ ბატონი თენგიზ ცერცვაძის მორიგი 1937 წლის რეპრესიების სტილში დაწერილი “ანონიმკის” ადრესატი, ჩვენი კოლეგა გიორგი კანდელაკია.
მეტიც თუ ბატონი თენგიზის მიერ ჩვენთვის მოძღვნილი წერილები მხოლოდ სალანძღავ და შეურაცმყოფელ “იდეებს” შეიცავდა, გიორგი კანდელაკს პირდპირ ემუქრება. ჩვენ მოგვწვდა ღვრძლით, ჩვენი ქართველი კოლეგები კი ფაქტიურად რეპრესიებში ყავს.
ბევრმა გაატარა ბატონი თენგიზის შემოტევა, ერთმა კოლეგამ გერმანიიდან მას ბოდიშებიც მოუხადა და ჩვენ მიგვალანძღა ბატონი თენგიზის გულის მოსაგებად. მე პირადად არ ვაპირებ რომ ჩემი რეპუტაციის შელახვა და მის მიერ ჩემი სიცრუეში დადანაშაულება მას ასე გავუტარო.
ბატონო თენგიზ, შესაძლოა ჩემს სამშობლოში დღეს ექიმს არავინ არ იცავს და ისინი თქვენნაირებს მძევლად ყავს აყვანილი, მაგრამ ის ქვეყანა თქვენ რომ სამოთხედ მოიხსენიეთ, დიახ ჩვენთან ავსტრიაში, იცავს და უფრთხილდება მის ექიმებს, ავსტრიის კანონმდებლობა იცავს ექიმს, მის უფლებებს და ექიმის რეპუტაციას. გადაწყვეტილი მქონდა თქვენთან პროფესიულ ჩარჩოებში დებატები. აღარ ვაპირებ. თქვენ იუსტიციის ენით გჭირდებათ საუბარი, რასაც ჩემი ადვოკატი გააკეთებს.
ვინმემ უნდა შეაჩეროს ეს ამაზრზენი საქციელი. კოლეგებო ნუ ხართ დამუნჯებული! სადაა თქვენი სოლიდარობა?!ჩემი სოლიდარობა გიორგი კანდელაკს!
კომენტარები