თურქეთში, აღმოსავლეთის პროვინცია ვანში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა. სამძებრო ღონისძიებებს დამატებით 8 მაშველის სიცოცხლე შეეწირა , რომელთაც მანამდე ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნეს სიკვდილისგან.
AL JAZEERA-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებების დროს მეორე ზვავიც ჩამოწვა, რა დროსაც გავრცელებული ცნობებით, 50-მდე ადამიანი, მაშველების ჩათვლით, მოყვა სტიქიის ზონაში. ადამიანების გადარჩენაში ჩართულნი არიან მძიმე ტექნიკა და არმიის დანაყოფებიც.
ადგილობრივების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამერიკული მედია აცხადებს, რომ 8 მაშველის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა, ხოლო 20 ადამიანი კი ცოცხლად დაიმარხა თოვლში.
ფოტო – თემატური
კომენტარები