პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს ლევან რატიანს “მაესტროს” ეთერში სიურპრიზი მოუწვეს. გადაცემაში სტუმრობის დროს პირდაპირ ეთერში მისი მეუღლე და შვილები ჩართეს, რაც ლევან რატიანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა – კოვიდვირუსთან მებრძოლმა ექიმმა დიდი ხნის უნახავი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ბავშვი ტელე ეთერიდან ნახა.
“სახლში არის მზრუნველი, მოსიყვარული, ბავშვები მეუბნებიან, რომ მე უფრო მკაცრი ვარ… ლევანის არაფერი ავიწყდება, მედიცინის პარალელურად. საკმარისია შვილები მოეფეროს და ყველაფერი ავიწყდება…” – ჰყვება ლევანის მეუღლე
კომენტარები