მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას გუშინ, 5 დეკემბერს, “მთავარი არხის” ეთერში, ბექა ყორშიას რეპორტაჟს – მამა, ძე და სულიწმინდა არა და არმანი, ჰერმესი და ლუი ვიტონი – სასულიერო პირთა ვნებანი, გამოეხმაურა.
“იმ ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები, ძაან მძიმე მდგომარეობაში. მერე ამბობენ, რატომ გვემართება ეს ესე, სულ ახალგაზრდები კვდებიან, არ დაგვრჩა არავინ, კაცი არ დარჩა ჩვენ გვარში. გამოიკვლიეთ კარგად და მიხვდები, რომ შენ წინაპრებმა რა გააკეთეს, როგორც ასე ლანძღავდა, როგორც ახლა ასე ამ ბიჭმა გააკეთა გადაცემა და როგორც ეს გვარამიები და ისინი აკეთებენ გადაცემებს, როგორ შეიძლება ამათმა გვარმა გაიხაროს, როგორ შეიძლება, კი არ ვწყევლით, საკუთარ თავს თვითონ იწყევლიან ამ საქციელებით”, – ქადაგებს მამა შალვა კეკელია
სიუჟეტში, რომელსაც მამა შალვა კეკელია გამოეხმაურა, საუბარია სასულიერო პირების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ ქონებაზე: შავი ჯიპები, ბრენდული ტელეფონები, ტანსაცმელი, აქსესუარები…
კომენტარები