სააგენტო “თაიმერის” დამფუძნებელი და დირექტორი, ბერდია კალანდია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ზუგდიდში ავარიას ერთი ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა.
სოფელ ჭითაწყარის მონაკვეთთან ერთმანეთს მერსედესი ფირმის ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მორიგე ექიმის ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, რის გამოც 27 წლის ვენედი ჯილანძე, კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის გამომწვევ მიზეზად მაღალი სიჩქარე სახელდება.”
ავარია გუშინ საღამოს მოხდა.
კომენტარები