მთავრობის ადმინისტრაციასთან ტრანსგენდერების აქცია მიმდინარეობს.
“იმდენად უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, რომ ბევრი ტრანსგენდერი ქუჩაში დარჩა. არ აქვთ საცხოვრებელი, გამოუშვეს მფლობელებმა ბინებიდან, რადგან ვერ გადაიხადეს ქირა. კვებაზე უკვე ზედმეტია საუბარი, იმდენად მძიმე მდგომარეობაა. სახელმწიფოს მივმართეთ წერილობით, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში მოვხვდეთ, რომ ის 300-ლარიანი დახმარება იქნება თუ 500-ლარიანი, რომელიც გაიცემა სახელმწიფოსგან, ჩვენც ვიყოთ გათვალისწინებული”, – ამბობს აქციის მონაწილე.
შეკრებილები ფიქრობენ, რომ მთავრობამ ყურადღება უმცირესობასაც უნდა მიაქციოს.
“უნდა ვაიძულოთ სახელმწიფო, რომ თავისი დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს და მიხედოს უმცირესობას. მაქსიმუმ, საქართველოში არის 100 ტრანსგენდერი. აი, ეს 100 ადამიანი არის ყველაზე მოწყვლადი მთელ ქვეყანაში. რა გახდა ამათი დაკმაყოფილება, აი, ეს კითხვა გვაქვს სახელმწიფოსთან”, – ამბობს მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის” დამფუძნებელი, ნატა ფერაძე.
კომენტარები