პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, აშშ-ის საელჩოში გამართულ შეხვედრას ეხმაურება. შეგახსენებთ, საელჩოში დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედგა. მოლაპარაკებებიდან გამოსული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, რადგან ელჩებმა სთხოვეს, რომ ხალხს ჯერ დეტალები არ გაანდონ.
გია ხუხაშვილი:
“რომელი დავიქირავეთ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ დღეს ორივე იქ იყო. თქვენს კომპანიაში ვინმე რომ დაიქირავოთ და მოლაპარაკებებზე გააგზავნოთ. იქიდან გამოსულს კითხოთ, რაზე ილაპარაკეს და გიპასუხოთ, რომ ვერ გეტყვით მესამე მხარის მოთხოვნით. როგორ მოექცეოდით ასეთ თანამშრომელს?!”
კომენტარები