პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში არ დააკონკრეტა, რა სახის ცვლილებების განხორციელება იგეგმება საარჩევნო მიმართულებით.
„განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები. ამაზე არაერთი კომენტარი გაკეთდა და ახლაც შემიძლია, დავადასტურო. აქაც დეტალებში ვერ შევალთ იმ პირობიდან, რაც გვაქვს, მათ შორის ელჩების წინაშე“, – დასძინა კობახიძემ.
„იქედან გამომდინარე, რომ კვირის ბოლომდე ყველა შემთხვევაში პარლამენტის პირველი სხდომა უნდა შედგეს, ბუნებრივია, ეს ვადა არსებობს. იმედია, ამ ვადის ფარგლებში შეთანხმებას მივაღწევთ”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.
კომენტარები