ერთ–ერთი მოხუცებულთა თავშესაფარის ბენეფიციარების საახალწლო სურვილები, რომლებიც სოციალურ ქსელში, Facebook–მომხმარებელმა მარიამ კეკუტიამ გაავრცელა:
„ეს პოსტი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც საშობაო სასწაულების სჯერა ✨
ჩემთვის ახალი წელი არის წელიწადის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი. გული მიჩქარდება, თვალები მიბრწყინავს და ვფიქრობ, რომ ამ დროს თითოეული ადამიანის გულში უნდა არსებობდეს იმედის ნაპერწკალი და თვალებზე – სიხარულის ცრემლები.
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ.
ადამიანები – ერთმანეთისთვის
დღეს ვიყავით მოხუცთა თავშესაფარში.
ვთხოვეთ, რომ საახალწლოდ სურვილები დაწერათ.
ეს ადამიანები იმსახურებენ, რომ გვახსოვდეს.
გიზიარებთ მათ წერილებს.
ჩემი სამეგობრო ვაპირებთ, რომ შევაგროვოთ თანხა და შევიძინოთ ყველაფერი, რასაც ასე ელოდებიან ჩვენგან.
თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, რომ დაგვეხმაროთ,
დაუდგეთ მათ გვერდით და ჩვენთან ერთად გაუფერადოთ ახალი წლის ჯადოსნური დღეები, გიტოვებთ ანგარიშის ნომერს –
#GE34TB7668745061100107
მიმღები: მარიამ კეკუტია
მიყვარხართ“, – წერს მარიამი.
კომენტარები