დასრულდა 2020 წლის ,,ისტორიული“ არჩევნები….
ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა?
რასაკვირველია, გაიმარჯვა საქართველოში წარმოებულმა რუსულმა პოლიტიკამ და ახლავე მოგახსენებთ, როგორ…
ჯერ იყო და, პოლიტიკურ ველზე ერთი ნაცმოძრაობის მაგივრად, ისევე როგორც ნაცების „რუსთავი 2“ ნაცვლად, რამდენიმე ნაცდაქვემდებარებული სატელევიზიო არხი მივიღეთ, ასევე „ოცნების“ კულუარული პოლიტიკის წყალობით, დაფუძნდა და ფრთები გაშალა ,,ახალმა“, ნაცდაქვემდებარებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორიცაა – ,,ევროპული საქართველო“, გიგი ბოკერიას ლიდერობით და ასევე „ნაცი“ ზურაბ ჯაფარიძის – ,,გირჩი“!
გველი, მართალია, ტყავს კი იცვლის, მაგრამ განა გველადვე არ რჩებაა?
ეს რომ ასეა, ამის უამრავი მაგალითი არსებობს საქართველოს უახლეს ისტორიაში და საქართველოსაც კარგად ახსოვს ნაცმოძრაობის კრიმინალში გადაზრდილი აქციები პარლამენტის წინ, როცა მათი ლიდერები, აშკარად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიოდნენ და მათ ამის გულისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ სჯიდა! არადა, იგივე დანაშაული, მაგალითად სპეცრაზმელისთვის თავში ჩარტყმა, სიტყვებით „ეს ჩემი ქალაქია, გამატარე“, ანდა მოწოდებები გავეშებული მომიტინგეების მისამართით, ისიც ქვეყნის შს მინისტრი გახარიასადმი (ტელეკამერების წინ) ,,აი ახლა ეს ხალხი რომ შემოვარდება, მერე რას იზამ?“, ისე გაატარა „ოცნებამ“, თითქოს გრიგოლ ვაშაძის და სალომე სამადაშვილის ვალი ჰქონდა რამე და რომ არ დასაჯეს, ამით გაუქვითეს სახელმწიფო გადატრიალების გეგმაო!
საერთოდაც, „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იმთავითვე ერთმანეთის მაცოცხლებელი ელექსირები იყვნენ და მათ იდილიას ვინც დაარღვევდა, ერთ ხმაში ეძახდნენ ,,რუსეთის აგენტს“, „პუტინის ლაქიას“, „გოიმების პარტიის ლიდერს“ და ასე შემდეგ… ასე იყო 2012 წელსაც, როცა ხალხის უდიდესი ნდობით აღჭურვილმა „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ როცა დამნაშავე რეჟიმის არათუ ლიდერები, არამედ მათი მხარდამჭერებიც ცხვირს გარეთ ვერ ჰყოფდნენ , რაღაც ,,სასწაულით“, 45 მანდატი აიღეს და „ქართული ოცნების“ გვერდით მოკალათდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში! მაშინაც ვიძახდი და ახლაც მეათასად ვიმეორებ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომელიც მან გაოგნებული ჟურნალისტების კითხვაზე – კი მაგრამ როგორ მოხდა, რომ ნაცმოძრაობამ ამდენი ხმები აიღოოო? – უპასუხა – ,,არა, მაგდენი ხმა არ აუღით, ცოტა ჩვენც მივეხმარეთო!!! მეტიც, იქვე ისიც დაამატა – მასე არ შეიძლება, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ერთად უნდა ავაშენოთ საქართველოო!!! საერთოდაც, ვანო მერაბიშვილს რომ ,,კარგი მენეჯერი“ და ზურაბ ადეიშვილს „ნიჭიერი მოღვაწე“ უწოდა, ეს ბევრს აღარ ახსოვს, ისევე როგორც ყველას მიავიწყდა უტყუარი ფაქტი იმისა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ნაცმოძრაობის მთავარი სპონსორი და 2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია, პარლამენტში რომ არ შევიდა – ნაცმოძის ხელფასებსაც იგივე ბიძინას ფონდი გასცემდა!!!
„ქართულმა ოცნებამ“ მალევე დაივიწყა მთავარი დანაპირები, რომელიც სამართლიანობის აღდგენას გულისხმობდა! არადა, სწორედ ამ მოთხოვნის ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში და ის ადამიანები, ვინც მათ ხელისუფლებაში მოსვლას მედგრად ედგნენ გვერდით, ჯერ თავიდან მოიშორა და შემდეგ ისე გააგრძელა „მოღვაწეობა უკეთესი მომავლისთვის“, როგორც სამართლიანობა აღადგინა! 3 დაჟანგული ჯიპის გარდა, არავის წართმეული ქონება არ დაბრუნებია და მეტიც, ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“, პირველივე საპარლამენტო სესიაზე ისეთი სილა გააწნა საზოგადოებას, ბევრი დღემდე ვერ ივიწყებს! დიახ -პირველივე სესიაზე პრეზერვატივების ნაირსახეობებს უყარეს კენჭი და მას შემდეგ არც არაფერი გაუკეთებით მნიშვნელოვანი, ანუ არცერთი კანონი არ აქვთ მიღებული დღემდე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გამო წელმოწყვეტილ საზოგადოებს, ცხოვრების ტვირთს შეუმსუბუქებდა!!!
დღეს ხომ ყველა კარგად ხედავს, 2012 წლიდან მოყოლებული, როგორი კადრები უმშვენებდნენ გვერდს ბიძინა ივანიშვილს?
თინა ხიდაშელს რომ თავდაცვის მინისტრად დანიშნავ, განა ეს საზოგადოებისთვის მორიგი სილის გაწვნა არ იყოო?
ალასანიას გუნდმა, გარდა იმისა, რომ მილიონები მოტეხა არჩევნების დროს, ,,ალიას“ წინა ნომერში ხომ წაიკითხეთ, როგორ გახადეს როლანდ ახალაია დეპუტატი?
გუბაზი რომ ,,თემური და მისი რაზმის“ წევრი ყოფილა, ისიც ხომ ვნახეთ და მოვისმინეთ? ანუ რუსული სპეცსამსახურების ხელქვეითი და ნეტავ, ეს ბალასტი, შემთხვევით შემოიკრიბა კოალიციაში ბიძინამ თუ გარკვეული გეგმის მიხედვით ხელმძღვანელობდა?
„რესპუბლიკური პარტია“ საბჭოთა საქართველოს კგბ ყოფილი შეფის, ალექსი ინაურის ხელდასხმით რომ შეიქმნა, ეს თითქმის ყველამ იცის! ალასანიას პარტია იყო და გავლენის აგენტების შვილებით თუ საბჭოთა ცენტრალური კომიტეტის შვილთა თავშესაფრად იქცა, ესეც ბევრმა ვიცოდით! ხოლო თავად ირაკლი ალასანიას მამა, ცხონებული მამია ალასანია, რომ კგბ მაღალჩინოსანი იყო ეს აფხაზეთში მისი დახვრეტის შემდეგ გაიგო საქართველომ! აი, გუბაზი კი კაიროს უნივერსიტეტიდან „ებრძოდა ბოლშევიკებს“, როცა საქართველოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა და შემდეგ ცოდნის გასაღმავებლად სირიაში გაამწესეს! ვინც არ იცის მათთვის ვწერ – გაქანებული კომუნისტური მმართველობის დროს, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი კგბ კადრების სამჭედლო გახლდათ და ჩვეულებრივი ნიჭიერი მოკვდავი, მაშინ არათუ სასწავლებლად, არამედ ტურისტული საგზურითაც ვერ გადიოდა საზღვრებს გარეთ, თუ მითუმეტეს საბჭოთა წყობილებისადმი მწყრალად იყო!
ასე რომ, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიული სუბიექტები, უკლებლივ ყველა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ხელმოწერილი პერსონები გახლდნენ და ანუ ბოლშევიკურ სისტემას, უკონტროლო, მათ მიერ შეუმოწმებელი რიგითი ქართველები, ანუ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ქართველები, ისევე ეკიდა ფეხებზე, როგორადაც დღეს ჰკიდია!!!
სააკაშვილი ვიღაცს მასხარა ჰგონია, ვიღაცას გიჟი, ვიღაცას ავხორცი კაზანოვა, ვიღაცას სისხლისმსმელი დრაკულა, მაგრამ მიშა სხვანაირი იცით, რატომ ვერ იქნებოდაა? იმიტომ, რომ ის ზედმიწევნით ასრულებდა კრემლის დირექტივებს და რუსულ ინტერესებში საერთოდაც არ შედის არათუ მდიდარი ქართველი მოსახლეობა, არამედ წელგამართული და ამაყი ქართველი! ჩვენგან, ზუსტად ისეთივე ,,ჩმორის“ ნახვას მოითხოვენ, აი, იქ, ციხეებში რომ ჰყავდათ გამოკეტილი და რაზედაც ფანტაზია ეყოფოდათ, ყველაფერს რომ ჰკადრებდნენ! ვინც ეწინააღმდეგებოდა, უფალმა ზეცაში წაიყვანა და ვინც შეეგუა, დღეს მათი დიდი ნაწილი კვლავ ნაცმოძრაობას დაუდგა გვერდით და რა ჰქვია ამას თუ არა ის, რომ -ერი გადაგვარების გზაზე დადგა?! აკი თქვა სააკამ – მე ახალი ჯიშის ქართველებს გავზრდიოო?
იცით, სააკაშვილს ჯერ კიდევ როდის ამზადებდნენ საქართველოს პრეზიდენტად? –„ალიას“ ერთგულმა მკითხველმა იცის ამაზე პასუხი – დიახ, საბჭოთა ჯარიდან, სადაც იგი ელიტარულ კგბ ბატალიონში მსახურობდა და მისი ჩეკისტი ბიძა თუმური კი, თანამდებობრივი იერარქიებით მოსკოვისკენ, კრემლისკენ იკვლევდა გზას!! ბაბუა ბერიას საყვარელი და ნდობით აღჭურვილი ადამიანი იყო და მაშინ, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორობას შემთხვევით, ნიჭიერ ადამიანებს კი არა, იმავე კგბ-ს ნდობით აღჭურვილ პირებს სთავაზობდნენ და მათ შთამომავლობაზე ზრუნვაც ,,პროტოკოლით“ ჰქონდათ გაწერილი!!!! ასე რომ, სააკაშვილმა, ვიდრე პრეზიდენტობამდე, დიდი კასტინგი გაიარა და არჩევანი მასზე იმიტომ შეჩერდა, რომ ნიჭერიც იყო, ოჯახიდანაც მოსდგამდა კგბ-ს სიყვარული, ექსცენტრიულიც იყო და რაც მთავარია – მშიშარა კარიერისტი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი კეთილდღეობის გამო!
2003 წელს აკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდა ,,ვარდების რევოლუციის“ გამარჯვების პარადზე და ვერავინ დაინახა, მის გვერდით მაშინდელი ამერიკის ელჩიი?!
პირველი ოფიციალური ვიზიტიც პრეზიდენტის რანგში – რუსეთში, კრემლში ჰქონდა და სახეში შესციცინებდა პუტინს, რომელმაც ,,დაპირებისამებრ ყველა ოცნება შეუსრულა“ (ეს სააკაშვილის სიტყვებია გაზეთ ,,იზვესტიასთან“ 2004 წლის თებერვალში)!!!
ის, რაც სააკაშვილმა კრემლს და რუსეთს გაუკეთა, ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ ინატრებდა ვითომცდა დასანგრევად გამზადებული რუსეთის იმპერია, მაგრამ მავანს არც სააკაშვილამდე დაუკლიათ ხელი, სხვაგვარად რომ ყოფილიყო!
ჩვენ ჯერ კიდევ ვნახავთ სააკაშვილის მიერ დადებული ნაღმების შედეგებს იგივე აჭარაში, იგივე სამცხე-ჯავახეთში და იგივე „ნაცმოძრაობის“, საეჭვოდ მომძლავრების კუთხით!
სააკაშვილმა რომ პოსტიდან წასვლამდე 2 დღით ადრე, თურქეთის რამდენიმე ათასს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა უბოძა, რა გგონიათ შემთხვევით და მისი პოლიტიკური სიბეცით მოხდააა? არა, ბატონებო! პირიქით, შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი და ესეც რუსეთის კარნახით, რადგან, როგორც სომხეთმა იყვირა ყარაბაღში, არიქა, ალიევი თურქეთის ჯართან ერთად გვებრძვის, მოგვეხმარეთო, აი, ასე უნდა ვიყვიროთ ქართველებმა „პომოგი ბრატ, მუსლიმები გვიტევენ, აი ისინი საქართველოს მოქალაქეები რომ გახადა გიჟმა სააკაშვილმაო!“ არადა, მთელი ამ თურქული ,,ბუას“ უკან, სხვა არაფერი დგას, თუ არა ის, რომ რუსეთმა აჭარაში ისევ უნდა დააბრუნოს თავისი სამხედრო ბაზები და საქართველო საბოლოოდ მოაქციოს თავისი გავლენის ალყაში!
ე. ი. რუსეთის ხელისუფლება თავის პოზიციებს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც გეგმის მიხედვით იმყარებს, მიიღო ყველაფერი, რაც ისურვა, ტერიტორიების ჩათვლით, ახლა უკვე ახალ ბაზას ყარაბაღის ტერიტორიაზეც ამზადებს და საქართველოში, ტვინგადაბრუნებულ ურაპატრიოტებს ჰგონიათ, ხვალ ნატოში შევლენ, ზეგ აქ ნატოს სამხედრო ბაზები განთავსდებიან და მასზეგ კი – საქართველო გაბრწყინდება!!!(ვაი, თქვენს პატრონს)
ან იქნებ ის ჰგონია ვინმეს შემთხვევითობა, ასეთი საკადრო ვაკხანალია რომაა საქართველოში? დააკვირდით, ვინც კი ბიძინამ ,,შეარჩია“, ყველა უვარგისი გამოდგა, ჩაეფლნენ კორუფციაში, ცა ქუდად არ მიაჩნდათ, დედამიწა ქალამნად, ბოლოს გაეყარნენ „ოცნებას“ და ჰოი საოცრებავ? მათ წინააღმდეგ არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, არადა მილიონები გაქრა მათი თანამდებობებზე ყოფნის დროს! მათი ოჯახის წევრების მიერ არაერთი კრიმინალური ეპიზოდია ცნობილი საზოგადოებისთვის და დაისაჯა ვინმეე? ან თუ დაისაჯა,ისიც დროებით და პრეზიდენტების შეწყალების საფუძველზე გაუნთავისუფლებიათ, ხოომ?
არც ეს არის შემთხვევითი, რადგან ძირითადი აქცენტებიდან ყურადღების გადატანის საუკეთესო, აპრობირებული მეთოდებია, ერთმანეთზე წამოძახების შოუების კასკადია და ამასობაში, კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო ვექტორად დასავლეთისკენ სვლას ჩაწერ თუ სამხრეთ კორეისკენ, მაინც რუსეთისკენ მიდიხარ იმიტომ, რომ დღეს, უკვე ჩატარებული არჩევნებით – 57 მანდატით წმინდა რუსული ძალა შეგყავს პარლამენტში და მას მთავარ ოპოზიციას ეძახი აგერ უკვე 8 წელია!
ბიძინა ივანიშვილი მართალია, საფრანგეთის მოქალაქეა, მაგრამ მას თავისი კაპიტალი რუსეთში აქვს ნაშოვნი და დღემდე რომ ცოცხალია, ესეიგი, დღევანდელი რუსული პოლიტიკისთვის მისაღებია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ რეზიდენტი სააკაშვილის მთავარ სპონსორად დანიშნა, შემდეგ როგორც მეცენატი ხელისუფლებაშიც მოიყვანა და არ მოქცევია ისე, როგორც ბადრი პატარკაციშვილს და რამდენიმე რუს ოლიგარქს მოექცა! ანდა იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც გამოიყენა და შემდეგ მოკლა!!!
ანუ, დღეს საქართველოში, მოგვწონს თუ არ მოგვწონს – არჩევნებში გაიმარჯვეს იმ ძალებმა, რომლებიც მართალია, არ აღიარებენ კრემლის ორბიტაზე მათ ყოფნას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია!
დღეს საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი ბიზნესი – რუსულია!
ბანკენი, რომელსაც მართალია, ინგლისურენოვანი სახელწოდებები აქვთ – რუსულია!
ჩვენ ვავსებთ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტს იმიტომ, რომ დენი, წყალი, გაზი -რუსული კომპანიებისაა!
ოქროს, მარგანეცის, ქვანახშირის მეპატრონეები, არა საქართველო და მისი მოსახლეობაა, არამედ რუსლი კომპანიებისააა და მთელი პოლიტიკური სპექტრიც რომ ჯიბეში უზის, ეგეც არ დაგავიწყდეთ!
„შემოდით პარლამენტში და ერთად ავაშენოთ ქვეყანა“, – ეპატიჟებიან ნაცებს ქოცები! იქეთ ფრანცუჟენკა მოუწოდებს – შემოდით ბიდჟეტი გვაქვს დასამტკიცებელიო, აქეთ პრემიერი ეპატიჟება ჯიგრულად და ეს პოლიტიკური მასტურბაცია ხვალ და ზეგ კვლავ ვადამდელ არჩევნებამდე რომ მიგვიყვანს, მხოლოდ რამდენიმე კაცის გადაწყვეტილებით მოხდება თუ აქაც კრემლის ხელი ურევიააა?
რუსეთის ხელისუფლებას რომ სააკაშვილი სჭირდება, ეგ ორჯერ ორი ოთხია და ანეკდოტის ტოლფასია, მათ შემობრუნება-რევანშს ხალხის უდიდესი ნდობით აღჭურვილი, ერთ დროს პოპულარული ხელისუფლება რომ უზრუნველჰყოფს!
როგორ? როგორ და – ეკონომიკა ჩამოქცეული!
ეროვნული ვალუტა, კრიტიკულად გაუფასურებული!
უმუშევრობის დონე – კატასტოფული!
აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობა – გაღატაკებული, ბანკების და კერძო მევახშეების ტყვეობაში ჩავარდნილი!
მედიკამენტები 10-ჯერ და 40-ჯერ ძვირი, ვიდრე ეს მწარმოებელ ქვეყნებშია!
კოვიდ 19-ის შემოტევამ ხომ საერთოდ ნულს ქვემო ნიშნულამდე დასცა ჯანდაცვის სისტემა და პუტინის მრჩეველი ევროპის საკითხებში ელენ ზურაბიშვილი-დარკორის ბიძაშვილი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაიძახის-ქვეყანა სწორი გზით ვითარდება, შემოდით პარლამენტშოო?
და რომ შემოვლენ, როგორი იქნება საქართველოს პარლამენტი დასავლეთისკენ ორიენტირებული, თუ რუსულ-კრემლური?
დიახ, იქნება სიტყვით დასავლური, საქმით რუსული იქამდე, ვიდრე რუსეთი თავის გეოპოლიტიკურ ამოცანებს არ ამოწურავს კავკასიაში, ვიდრე პოზიციებს არ გაიმყარებს და ვიდრე ევროაზიურ კავშირში არ შეგვათრევს ისევე როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი შეათრია!!!
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სოხუმს, ცხინვალს არც „ქართული ოცნება“ ახსენებს და არც „ნაცმოძრაობა“! აღარც დავით გარეჯის გახმაურებული საქმის ირგვლივ ისმის აღარაფერი და ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ვითომ უნდა გაექრო პოლიტიკური ველიდან, დღეს ქვეყნის პოლიტიკური პროცესების მთავარ ლოკომოტივადაა წარმოდგენილი!
შემთხვევითია ეს?
არ არის შემთხვევითი!
და წინ კიდევ დიდი სიურპრიზები გველოდება!
ირინე გოგოსაშვილი, ალია
კომენტარები