„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
– „ქართულმა ოცნებამ“ სპეცოპერაცია ჩაატარა სუს–ის მეშვეობით, რომელსაც არჩევნები დაარქვეს. ასე უხეშად და უნამუსოდ, არჩევნები ჯერ არ გაყალბებულა საქართველოში. ყველაზე მეტად ეროვნული ძალები დაზარალდით, რომელთაც ხმები მოგპარეს –„ქართული მარში“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ამ უკანასკნელს 3 მანდატი მაინც ერგო და თქვენ 1%–იანი ბარიერიც არ გადაგალახინეს.
– კი, ბატონო, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია ეროვნული ძალებისა და „ქართული მარშის“ წინააღმდეგ. ჩვენ მოგვპარეს რამდენიმე ათასი ხმა. ხმები მოპარეს „პატრიოტთა ალიანსსაც“. იმ პოლიტიკურ ძალებს მოპარეს ხმები, რომელთაც უცხოეთში არ ჰყავთ პატრონები, არ ჰყავთ დასავლეთში ლობისტები და ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. ჩვენ არ გვყავდა საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლები, საარჩევნო კომისიებში წევრები და ჩვენი ხმები „ქართულ ოცნებას“ და მის სატელიტებს მოუთვალეს. ჩვენს გარდა, ხმები მოპარეს ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას, ლევან გოგიჩაიშვილის პარტიებს. რაც შეეხებათ „ნაცმოძრაობას“ და ბოკერიას „ევროპულ საქართველოს“, მათთვის დიდი რაოდენობით არ გაუყალბებიათ ხმები. ვფიქრობ, „ნაცმოძრაობამ“ აიღო ის 27%, რაც რეალურად ასახავს მათ მხარდამჭერთა რაოდენობას. ასევე, გიგა ბოკერიას პარტიამაც აიღო 4%–მდე, თუმცა, ცოტა მებევრება კიდეც. ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მე მომპარეს თუ სხვას მოპარეს, მთავარია, არჩევნები გააყალბეს და ამ გზით, დროებით შეინარჩუნა ხელისუფლება „ქართულმა ოცნებამ“. ის პარლამენტი, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების გზით შეიკრიბება, არ იქნება ლეგიტიმური. შესაბამისად, არ იქნება ლეგიტიმური მის მიერ დამტკიცებული მთავრობა. ეს პარლამენტი კი არა, იქნება ხუნტა, რომელმაც არჩევნების გაყალბების შედეგად მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, ხალხს წაართვა არჩევნების უფლება და ახლა ცდილობს, შეინარჩუნოს ეს, გადატრიალების შედეგად ხელახლა მოპოვებული, ძალაუფლება. ამას აუცილებლად მოჰყვება სერიოზული კატაკლიზმები. დღეს ვიღაცები, რომლებიც ერთი დღით ცხოვრობენ, გახარებულნი არიან, რომ არჩევნები გააყალბეს და ისე მოიგეს. ის არ იციან, რომ ბუმერანგის პრინციპით, მათ ეს ყველაფერი უკან შემოუტრიალდებათ. პირდაპირ გეტყვით, რომ ეროვნული ძალების „ჩატეხვა“ და ჩვენთვის ხმების მოპარვა, პირველ რიგში, იმიტომ მოხდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცეს ჩვენი ხმები და ასევე, ასიმოვნეს უცხოურ ორგანიზაციებს, რომელთაც ჩვენ ვებრძვით და სანაცვლოდ, რამდენიმე ასეთმა ორგანიზაციამ, „გაუპრავა“ კიდეც მათ არჩევების შედეგები. ლიბერასტული ძალებისგან დაკომპლექტებული პარლამენტი დიდხანს ვერ გასძლებს, რადგან რადიკალურად შორს არის ქართველი ერის ნებისგან. ჩვენ არ შევეგუებით ამ სიმახინჯეს, ყველასთვის ცნობილია, რომ ახლა მიდის გაცხარებული ვაჭრობა, რომ როგორმე შეიყვანონ პარლამენტში რამდენიმე პარტია, რომ მარტო არ დარჩეს „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ჰყავდეს პარლამენტში. არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, „ნაცმოძრაობას“ აღვგვით პირისაგან მიწისაო და ახლა, მუხლმოყრილნი ეხვეწებიან მასაც, გიგა ბოკერიას პარტიასაც, შემოდით პარლამენტშიო. ძალიან კარგად ვიცი, რამდენსაც იხდის ხელისუფლება, რომ ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში და ისიც ვიცი, ამ პარტიების გარდა, ვის ევაჭრება, რომ შეათრიოს პარლამენტში. რაც შეეხება თანხას, ვის რამდენს სთავაზობენ, ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. მოვა დრო და ამასაც ვიტყვი. არაფერი დამალული არ დარჩება.
– რომ დააკონკრეტოთ, „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, კიდევ ვისთან აწარმოებს ხელისუფლება მოლაპარაკებას, რომ შეიყვანონ პარლამენტში?
– რამდენადაც ვიცი, „ნაცმოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძესთან და სალომე სამადაშვილითან მიდის მოლაპარაკებები, ასევე, „გირჩთან“… ძალიან მალე დავინახავთ, ვინ შევა და ვინ – არა. ვინ აიღებს ფულს და ვინ არ აიღებს. ვინც ამ პარლამენტში შევა და 30 ვერცხლს აიღებს, ის იქნება სულგაყიდული მოღალატე. არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო ისეთ მოვლენებზე, რომლებიც ხვალ და ზეგ მოხდება. მე კატეგორიულად ვაცხადებ: ხმები გაუყალბეს არა „ნაცმოძრაობას“, არა ბოკერიას პარტიას, არა „ლელოს“ და „გირჩს“, როგორც ამის წარმოჩენას ცდოლობენ საინფორმაციო საშუალებები, ვითომ დაჩაგრულად გამოჰყავთ ეს „ლიბერასტული კლასტერი“, არამედ არჩევნები გაუყალბეს „ქართულ მარშს“, რომელმაც მინიმუმ 40 000 ხმა აიღო, ამის ნახევარიც არ დაუწერეს და დატოვეს პარლემენტს მიღმა. დავუშვათ და, ეს პარლამენტი რომ შემგარიყო, 147 მოღალატე, ქრისტიანობის მტერი, მამათმავლობისა და გარყვნილების პროპაგანდისტი იქნებოდა პარლამენტში და 3 დეპუტატი იქნებოდა „პატრიოტთა ალიანსიდან“, რომლებიც იქ ვერაფერს ვერ შეცვლიდნენ. კანონით, სიტყვით გამოსვლის უფლებაც კი ექნებოდათ ჩამორთმეული, რადგან სიტყვით რომ გამოხვიდე, ფრაქციის სახელით უნდა ილაპარაკო და ახალი კანონით, ფრაქციის შექმნას 7 დეპუტატი სჭირდება. ამით „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის ლიბერასტულ ძალებს უთხრა, რომ მე ბოლომდე თქვენი მონა ვარ, ხომ ხედავთ, ყველა ეროვნული ძალა „ჩავტეხე“, ყველა ეროვნულ ძალას ვანადგურებ და სანაცვლოდ, შემარჩინეთ ეს გაყალბებული არჩევნებიო. ამ ვაჭრულ დონემდე დაიყვანეს ყველაფერი და ეს პროცესი მომდინარეობს ახლა.
– ჩვენ ბევრი გვილაპარაკია საარჩევნოდ ეროვნული ძალების გაერთიანებაზე. ახლა ვფიქრობ, რომც გაერთიანებულიყავით, ბევრს ვერაფერს შეცვლიდით, ერთად თუ იქნებოდით, ვფიქრობ, 3–4%–ს დაგიწერდნენ, სულ ეს იქნებოდა. შედეგს არც გაერთიანება მოიტანდა. ალბათ რაღაც სხვაა გასაკეთებელი, ბრძოლის სხვა მეთოდებია საჭირო.
– ამ საარჩევნო სისტემით, ამ პოლიტიკურ კლიმატში, არჩევნებს და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას, აზრი ეკარგება. 1986 წლის შემდეგ, საქართველოში კვლავ ჩატარდა ერთპარტიული არჩევნები, მეორე ტური იყო ერთპარტიული. მაშინ კომუნისტური პარტია და მისი მაჟორიტარი კანდიდატები იყრიდნენ კენჭს და ახლაც, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები იყრიდნენ კენჭს მეორე ტურში. არ რცხვენიათ? რაზე ფიქრობენ ეს ადამიანები? წინ რატომ არ იყურებიან? ვინ შეარჩენს ხალხის ასეთ არნახულ აბუჩად აგდებას და ვის შერჩენია? ვიმეორებ, ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია. ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და რატომ დადის ამ ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და ამ გუნდის ჭკუაზე, ჩემთვის დღემდე ამოუცნობ ფენომენად დარჩა. ბიძინა ივანიშვილი მთავარი ხიბლი ის იყო, ხელისუფლებაში როდესაც მოვიდა, ხალხს განუცხადა, რომ მის ხელში არჩევნები არასდროს გაყალბდებოდა. რა ვნახეთ ჩვენ 2020 წელს? არჩევნების ტოტალური გაყალბება. ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაცია. კარგით, გადაუხადეს ფული და რამდენიმე პარტია შეიყვანეს პარლამენტში. ამით რა მოხდება? არჩევნები აღარ იქნება გაყალბებული? რაც მოხდა, იმას შეცვლიან? ცხადია, ვერა და შესაბამისად, ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც არალეგიტუმური იქნება. ოპოზიცია ყოველთვის წამოაძახებს ხელისუფლებას, რომ არალეგიტიმურია. არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, სამართლებრივად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ყველა რადიკალური მეთოდი გამართლებულია. ამაზეც არ ფიქრობენ. „ქართული ოცნება“, ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს ლაწირაკებმა, რომელთაც არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში, არც დიპლომატიაში არაფერი გაეგებათ. კიდევ აიტანდა ასეთებს ხალხი დროებით, ცნობიერებით ქართველები რომ იყვნენ, მაგრამ ესენი არიან მხოლოდ კარიერისტები. ირაკლი კობახიძე არ არის ცნობიერებით ქართველი, ის კარიერისტია, რომელიც ხალხს, ქვეყანას, ყველას და ყველაფერს გაწირავს კარიერის გამო. ეს არსება, იმასაც ვერ ხვდება, იმ ლაფს, იმ ჭუჭყს, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას დააგროვა, ვერასდროს რომ ჩამოირეცხავს. ავაზაკი და ნაძირალა რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ უჭკუოც ყოფილა. დღეს „ქართული ოცნება“ კოლექტიური კობახიძეებისაა. 2012 წლის „ქართული ოცნების“ ლიდერებიდან ერთი პროცენტიღა დარჩა მანდ. დანარჩენები არიან ვიღაც ბოგანოები, რომელთაც ჩააცვეს „შარვალ–კოსტიუმი“, გახადეს დეპუტატები, მინისტრები, დეპარტამენტების უფროსები, მერები და გამგებლები… ამ ბოგანოთა კლანმა ჩაიგდო ხელისუფლება. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
– ვერ დაგეთანხმებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია. კი, 8 მილიარდი იშოვნა და ამას ნიჭი უნდა, მაგრამ პოლიტიკაში სრულიად უვიცი, უჭკუო და გონებადაბინდულია, თუნდაც იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძისთანების ჭკუაზე დადის და ამხელა ქვეყანაში, მათზე უკეთესი, მართლა ჭკუის საკითხავი ხალხი ვერ იპოვნა, ან ახლოს არ გაიკარა. ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალს რაში ხედავთ? სამართლებრივი, დემოკრატიული, არჩვევნების გზით, ამათ ვერ მოაშორებთ ხელისუფლებას, ისე არიან ჩაბღაუჭებულნი. სხვა რა გზა რჩება?
– თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, ერთი, ორი თუ ხუთი თვის შემდეგ, აქ აუცილებლად მოხდება რევოლუციური პროცესები. ხელისუფლება როდესაც არალეგიტიმურია, ის ხელისუფლება მყარად ვერ არის. კუნთებს ათამაშებენ „ქართულ ოცნებაში“ და იძახიან, რომ მაგარი ბიჭები არიან. რეალურად, ხომ იციან რა ნაგვებიც არიან? ლევან კობიაშვილმა ხომ იცის, რომ გლდანში არჩევნები არ მოუგია, წააგო და გაყალბების გზით გახადეს დეპუტატი? ხალხში სრულიად დაკარგეს ნდობა, ხალხს მათი ხსენება აღარ უნდა და ამას კარგად ხედავენ, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ. ამ გაყალბებული არჩევნების შედეგებითაც კი, არჩევნებზე მისული ამორჩევლის 52% ხელისუფლების წინააღმდეგია. კუნთების თამაშს, სხვის ჭკუაზე სიარულს თავი უნდა გაანებონ, უნდა დანიშნონ ვადამდელი არჩევნები ახალი საარჩევნო კანონოთ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით. ეს არის ამათთვის გამოსავალი. ამას თუ არ გააკეთებენ, ვიმეორებ, რევოლუციური პროცესები, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად დაიწყება და ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება ქვეყანა, ვიდრე დღეს არის.
– უფრო მეტი მოწინააღმდეგე გაიჩინა „ქართულმა ოცნებამ“. ის პარტიებიც გადაიკიდა, მათ სატელიტებად თუ მოკავშირებად რომ მოიაზრებოდნენ. ისინიც გადააგდეს ამ არჩევნებზე.
– „ქართულ მარშზეც“ ამბობდნენ, რომ ხელისუფლების მოკავშირეები ვიყავით. მათ სატელიტსაც გვეძახდა ბევრი უნამუსო, მაგრამ ხომ გამოჩნდა, რომ არანაირი მოკავშირეები და სატელიტები ჩვენ არ ვყოფილვართ?! ახლა გამოვლენ ის ადამიანები, ვინც ამას გვაბრალებდა? იმის ვაჟკაცობაც არ გააჩნიათ, გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ. „ქართული ოცნების“ სატელიტია „გირჩი“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექნმა, ვანო ჩხარტიშვილიგან დაფინანსებული გიორგი ვაშაძის პარტია, „ნაცმოძრაობის“ ის წევრები, რომლებიც შეძვრებიან პარლამენტში. „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე – გიგა ბოკერიაა.
– გიგა ბოკერიაც „გადაგდებული“ მგონია. ახლა მისი პარტიის „ქართული ოცნების“ სატელიტობაში ეჭვი მეპარება, 4%–იც კი არ დაუწერეს. არადა, სატელიტებისთვის უფრო მეტს იმეტებენ ხოლმე, რადგან მერე მათი მხარდაჭერა დასჭირდებათ პარლამენტში.
– არა! გიგა ბოკერიასთვის არ გაუყალბებიათ არჩევნები, მაქსიმუმ რაც შეიძლებოდა მიეღო, მიიღო ის ხმები. მე თუ მკითხავთ, ის 4 მანდატიც ზედმეტია მაგის პარტიისთვის, რაც ერგო. ვისაც გაუყალბეს, ეროვნულ ძალებს, უკვე მოგახსენეთ. ჩვენ, 5–6 პარტიას, ჯამში 15% მოგპარეს და ეს ხმები სხვა პარტიებს გადაულოცა „ქართულმა ოცნებამ“.
– დავუშვათ, რამდენიმე პარტია და ერთეული დეპუტატები შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მაინც ვერ მოაგროვა მინუმიმ, მანდატების 2/3, 100 დეპუტატი. ეს რაოდენობა და ზოგიერთ შემთხვევაში, მეტიც, აუცილებელია საკონსტიტიციო ცვლილებებისათვის, ორგანული კანონების მოსაღებად. პარლამენტის შემადგენლობა, თუ მისი საერთო რაოდენობის 2/3 არ არის, მას საერთაშორისო საზოგადოებაც სრულად არაუფლებამოსილად, არასრულფასოვნად თვლის. ასეთ პარლამენტს, ბოლოს და ბოლოს, ომის გამოცხადებაც კი არ შუძლია, ხვალ–ზეგ ვიღაც რომ შემოგვესიოს. ომის დაწყება პრეზიდენტის პრეროგატივაა, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის 2/3–ზე მეტის თანხმობა. დიდხანს გასძლებს ასეთი პარლამენტი, რევოლუციასაც თავი რომ დავანაბოთ? თავისით ხომ არ დაიშლება, თავადვე ხომ არ დანიშნავენ ვადამდელ არჩვნებს, რადგან დიდწილად, ქმედითუუნარო იქნება?
– სხვა გამოსავალი, გარდა ახალი არჩევებისა, არ არსებობს, თუ უნდათ, რომ ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდეს, დიდი არეულობა არ მოხდეს და რევოლუციური პროცესები აირიდონ თავიდან. გამოვიდა ირაკლი კობახიძე და განაცხადა, ვაღიარებ, რომ საარჩევნო უბნების 25%–ში დისბალანსია, მაგრამ მეტობა კი არ არის ბიულეტებენის, ჩაყრილი კი არ არის ბიულეტენები, იმაზე ნაკლები ბიულეტენები აღმოჩნდა საარჩევნო ურნებში, ვიდრე ამომრჩეველი იყო მოსულიო. ამით აღიარა კობახიძემ, რომ ხალხი მივიდა არჩევნებზე, ხმა მისცა სხვა პარტიებს, ეს ბიულეტენები ამოიღეს და გაანადგურეს. ეს ხმები ჩვენ, ეროვნულ პატიებს მოგვპარეს. 25% აღიარა კობახიძემ და რეალურად, 60–70% ბიულეტენებისა გაანადგურეს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ცხადია, პარლამენტი რომელიც სრულად უფლებამოსილი არ არის, უნდა დაიშალოს. პარლამენტი რომელიც სრულად ვერ განახორციელებს კანონით მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას, თუ საპარლამენტო კრიზისი შეიქმნება, დიდხანს ვერ გაძლებს და ასეც მოხდება. ახალი არჩევნები გარდაუვალია, ეს პარლამენტი სრულფასოვნად ვერ იმუშავებს და ხალხის თვალშიც დისკრედიტირებულია და არალეგიტიმური.
აქვე დავძენ, რომ ჩვენ გვეუბნებიან ზოგიერთები, თუ რატომ არ გავედით ქუჩაში და არ შევუერთდით იმ საპროტესტო აქციებს, რომლის სათავეშიც „ნაცმოძრაობა“ დგას. „ნაცმოძრაობა“ დამნაშვე პარტიაა და დამნაშავეთა გვედრდით არასდროს დადგება „ქართული მარში“. რაც არ უნდა კეთლშობილური მიზნები ჰქონდეთ, რაც არ უნდა საერთო მიზნები გვქონდეს და ორივენი გაყალბებულად ვთვლიდეთ ამ არჩევნებს და ეს ასეც არის, მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, ბაჩო და დათა ახალაიების, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილისა და მეგის ქარდავას მშობლიური პარტიის გვერდით ვერ დავდგებით და მათთან ერთად ვერ ვიბრძოლებთ. „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბრძოლა ჩვენთვის არის სამარცხვინო.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები