ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
„ახლა კარგად მისმინეთ სუპერმარკეტის ქსელების მფლობელებო, უკვე თითქმის ოთხი დღეა ველოდები თქვენგან პასუხებს იმ პროდუქტების საბითუმო ფასებთან დაკავშირებით, რომელზეც თქვენი მენეჯერები საქმის კურსში არიან, დეტალურად დაგიტოვეთ სია პროდუქტების, ისეთი ხარისხის, როგორიც სახლში მიგაქვთ და არა ისეთის, მთავრობა რომ არიგებს და მატლები ჩნდებიან.
ეს მინდა მივიტანო და დავეხმაროთ მრავალშვილიან, გაჭირვებულ და მშიერ ოჯახებს, რომლის დასახმარებლად კეთილმა ადამიანებმა შეძლებისდაგვარად შემოწირეს თანხები „სიცოცხლე გვინდა“ და ეს მხოლოდ ამ ეტაპზე ეყოფა მხოლოდ 3-4 ოჯახს, რომელსაც დააპურებს ორი სამი კვირა. დროზე შემატყობინეთ პასუხი, ფასების თაობაზე იქნებ უფრო მეტ ოჯახს ეყოს სუფთად და ლამაზ შეფუთული პროდუქტის მირთმევა, სირცხვილია დროზე გამაგებინეთ. რამ გაგაძღოთ ესე ყველაფერი რომ გავიწყდებათ, ზევიდან რომ შეტყობინება მოგსვლოდათ, ჩიჩოტკის ცეკვით მიიტანდით, ეს არის ჩემი მობ. 599518940.
დანარჩენს მერე ვიტყვი, რომელ სუპერმარკეტებზეა საუბარი.
დროზე, შიათ ბავშვებს და ადამიანებს, მაძღრებო“
კომენტარები