ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რომელიც საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხზე არის უკვე შეჯერებული პოზიციები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განხილვები გაგრძელდება და ხვალ ან ზეგ საბოლოო შეხვედრა შედგება, რადგან პარლამენტის სხდომა ახლოვდება.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება და ხელი მოეწერება შეთანხმებას. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. პოზიციები ბევრ საკითხზე შევაჯერეთ და ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველს ეს იძლევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები