„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძეს ნაძლევს სთავაზობთ:
„მეც მაქვს თმები შესაჭრელი და კობახიძეს სულ შესაჭრელი აქვს. მოდით დავდოთ საჯარო სანაძლეო. 11-ში პარლამენტში მარტო თუ იქნებიან, გადაიპარსოს თავი, თუ არა – მე გადავიპარსავ. აწყობს კობახიძეს? აი შესთავაზეთ. მე ვეუბნები, რომ მარტო იქნებიან პარლამენტში. ვინც ყანყალებს, ისინიც არ იქნებიან პარლამენტში. თუ მარტო იქნებიან პარლამენტში, ის გადაიპარსავს თავს, თუ არადა – მე“
კომენტარები