ლუიზიანას სატვირთო მანქანის მძღოლს, ალფრედ ბურჟუას, რომელიც საკუთარი 2 წლის ქალიშვილის მკვლელობისთვის არის ნასამართლევი, პარასკევს სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ New York Post წერს.
2002 წელს მამაკაცმა 2 წლის ბავშვს საქარე მინაზე თავის რამდენიმე დარტყმით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიების ცნობით, რომ ბურჟუა, რომელსაც 2004 წლიდან სიკვდილით დასჯა ემუქრება, ასევე ნასამართლევია ქალიშვილზე სექსუალურ ძალადობის ფაქტზე.
ფედერალურმა მთავრობამ, ბურჟუას სიკვდილის დასჯის გარდა, კიდევ ერთი პატიმრის დასჯა დაგეგმა. ბრენდონ ბერნარდს, რომელმაც 1999 წელს ტეხასელი ორი ახალგაზრდა სამხედრო პირი გაიტაცა და მოკლა, ხუთშაბათს სიკვდილით დასჯიან.
ცნობილია, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე კიდევ სამ ფედერალურ პატიმარს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
კომენტარები