პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.
„უკვე დიდი ხანია, რაც ეს დავაანონსეთ. მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტება არის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და მის პოზიციას უნდა დაველოდოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ საკითხზე პარტიული კონსულტაციებიც შედგება.”
მეათე მოწვევის პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს. კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
პროცედურით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
კომენტარები