პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, როგორც კი, მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, პარტიების სახელმწიფო დაფინანსების თაობაზე კანონპროექტი დაინიცირდება.
„აქ სამართლებრივი ლოგიკა ძალიან მარტივია. პარტიები დაფინანსებას კონკრეტული ხმების საფუძველზე და კონკრეტული საქმიანობისთვის იღებენ. დაფინანსება პირდაპირ დაკავშირებულია არჩევნების შედეგებთან. ასევე დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან, რაც უკავშირდება მათ შორის საპარლამენტო მუშაობას. თუ პარტია უარს ამბობს ხმებზე, ხმებს ლეგიტიმურად არ ცნობს და უარს ამბობს საპარლამენტო მუშაობაზე, რაც არის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, ასეთ პარტიას სამართლებრივი უფლება არ აქვს, დაფინანსება მიიღოს და ეს არის სამართლებრივი არგუმენტი, რითაც შესაბამისი კანონპროექტი დაინიცირდება”
კომენტარები