ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა:
„ნაციონალური მოძრაობისთვის” უფლებამოსილების გაუქმებაზე საუბარი აბსურდია, რა უფლებით აუქმებ და რა უფლებით შემოგაქვს კანონმდებლობა წამყვანი ოპოზიციური პარტიის გაუქმებაზე? ამდენ ხანს რატომ არ გააკეთე და ახლა რატომ აკეთებ?
მათ პრაქტიკულად უარი თქვეს მოლაპარაკებებზე. მე, რომ ოპოზიციაში ვიყო, ამ განცხადების შემდეგ დავაყენებდი საკითხს რომ საერთოდ კონტაქტები არ გვქონდეს ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, მაგრამ უნდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, არავითარი მეოთხე, მეხუთე თუ მეექვსე რაუნდი აღარ უნდა იყოს.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, რომელმაც არჩევნების გაყალბების ფაქტი უნდა გამოიძიოს, ეს არის გამოსავალი არა კრიზისიდან, გამოსავალს იტოვებენ თავისი თავისთვის. ის, რომ 1%-ით გაყალბდეს არჩევნები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე რომ, თუ მოინდომებენ, ეს კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ 1%-ით გაყალბდა და თვითონ დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს. ის, რომ მათ შემოაქვთ ეს კომისია 1%-იანი დათქმით, რომ თუ 1% მაინც იქნება გაყალბებული, ჩვენ ვადამდელ არჩევნებს ჩავატარებთო, ნათელს ხდის, რომ ესენი დაელოდებიან, როგორ განვითარდება პროცესები, თუ ჩიხში შევა, თუ ვერ მართავენ ერთპარტიული სისტემით, თუ აღმოჩნდება, რომ პარლამენტი პარალიზებულია და მთელი მსოფლიო იქნება მათ წინააღმდეგ, მაშინ კომისია იმუშავებს ბეჯითად და ერთ პროცენტს აღმოაჩენს. იტყვიან, რომ მათი პირობა შესრულებულია, აღმოჩნდა გაყალბება და ნიშნავენ ვადამდელ არჩევნებს“
კომენტარები