გერმანიაში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზემილხანი მკვლელობამდე საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს აეროპორტში უნდა დახვედროდა.
„მე მგონი, ეს მკვლელობა რომ მოხდა, სანდრა ჯერ კიდევ თბილისში იყო, უნდა შეხვედრილიყვნენ სანდრა და ზელიმხანი [ბერლინში].
ჩემს ძმას მოგვარებული ჰქონდა მისი შეხვედრა ჩენჩნეთის დიასპორასთან, იშკერიის ხალხთან გერმანიაში. სანდრას მათთან შეხვედრა უნდოდა, ჩემმა ძმამ ორგანიზება გაუწია.
ვიცოდი, რომ იმ საღამოს (მკვლელობამდე) უნდა დახვედროდა აეროპორტში“, – ამბობს ზურაბ ხანგოშვილი.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში მნიშვნელოვან მოწმეებს შორის სანდრა რულოვსი დაასახელეს.
გამოძიების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დღეს სანდრა რულოვსი ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას გეგმავდა.
გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა ტელეფონით გამოკითხეს. ჯერჯერობით სასამართლო პროცესზე ამ სატელეფონო საუბრის დეტალები არ გასაჯაროებულა.
კომენტარები