პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება:
„ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობა. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ საპარლამენტო გუნდის საკადრო განახლებაზე. ჩვენს გუნდში ისეთი ადამიანებია არიან წარმოდგენილი, რომელთაც უნარი შესწევთ, საპარლამენტო ფუნქციები და ამოცანები საუკეთესოდ შეასრულონ. ეს პარლამენტი იქნება ძალიან აქტიური ყველა სფეროში, მათ შორის კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობის მიმართულებით.
ეს არის პირობა, რომელიც ქართულ საზოგადოებას მივეცით და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება, თუმცა ეს პარლამენტი იქნება აუცილებლად მრავალპარტიული!
გარწმუნებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან ოპოზიციური პარტიები. ვინ, დაველოდოთ და ვნახავთ… “
კომენტარები