„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა:
„ხვალ არ არის მანდატებზე უარის თქმის დღე. პროცედურულად ეს ვერ მოხდება. ეს არის იმ პოზიციის დაფიქსირების საჯარო აქტი, რომ ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და მის ფორმას ხდის უფრო რადიკალურს. ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში არის ცალსახა. ამ პროცედურაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ უბრალოდ შიდა პრობლემებით ვართ დაკავებული. დოკუმენტაციები გვაქვს მოსაძიებელი და ახლა არ ვართ მზად, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და ცხადი, რომ „გირჩი“ პარლამენტში მარტო არ შევა, იქ საჭირო არიან სხვა დეპუტატებიც, რომლებიც კონსტიტუციის ცვლილებაში უნდა დაგვეხმარონ. თუ პარლამენტში იქნება 113 დეპუტატზე ნაკლები, „გირჩი“ იქ არ შევა. ძალიან მარტივი ამბავია. შესაბამისად, უარს იტყვის მანდატებზეც.”
ზურა ჯაფარიძე კი ამბობს:
“ჩემს პოზიციას გეტყვით, მე ვაპირებ პარლამენტში არ შევიდე.
არსად წასვლას და ცერემონიალში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. არ მიყვარს ასეთი ცერემონიები. ორჯერ- სამჯერ მაქვს ხელი მოწერილი, აღარ მჭირდება არავისთვის იმის მტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ. ბოიკოტის რეჟიმში ვარ, რა პროცედურებსაც გაივლიან ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, სიით ეკუთვნით შესვლა, იმავე პროცედურებს გავივლი მეც.
ფორმალურად „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაა და სიასთან დაკავშირებით მას უნდა ჰკითხოთ, სავარაუდოდ გაანულებენ.
კომენტარები