პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ათვლა დაიწყო და ამბობს, რომ “იწყება ახალი ოთხწლიანი პოლიტიკური ციკლი”. კობახიძის თქმით, “ოცნებაში” იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში “ოპოზიციის დიდი ნაწილი” მე-10 მოწვევის პარლამენტს შეუერთდება.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, დღეს შედგება პარლამენტის მე-10 მოწვევის პირველი სხდომა და იწყება ახალი ოთხწლიანი პოლიტიკური ციკლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას. მნიშნველოვანია ის, რომ საბოლოო ჯამში გაივლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის, არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის. ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეს იმის შანსი, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – ამბობს ირაკლი კობახიძე
კომენტარები