“ქართული ოცნების” დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილისთვის პარლამენტში მარტო დარჩენა “მოსაწყენი” აღმოჩნდა. მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც პარტიის სხვა ლიდერების მსგავსად მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა:
“მოსაწყენი იყო მხოლოდ, გოცირიძე რომ ვერ დავინახე”- თქვა ყავალაშვილმა.
“მოლაპარაკების პროცესი იყო, რომ შეჯერებულიყო პოზიციები და ის ადამიანები, ვინც არიან არჩეული მოქალაქეების მიერ, პარლამენტში მოეხდინათ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება. კარგად ვიცით, გადათვლაზე უარი თქვეს, სხვადასხვა მექანიზმებზე უარი თქვეს, ბოლოს საგამოძიებო კომისია რომ შეექმნათ, ამაზეც უარი თქვეს. თუ გაიხსენებთ 8 მარტის შეთანხმებამდე, როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორი ვნებათაღელვა იყო ნებისმიერი კონგრესმენის წერილზე და როგორ იყო მომართული ყველა თქვენგანი – ამან ეს თქვა, იმან ეს თქვა და რა აზრის ხართ, ახლა რამდენი ევროპარლამენტარი, ელჩები და ჩვენი პარტნიორები, ყველა მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ შემოვიდნენ პარლამენტში. გაყალბებულა კი არა, ასეთი მშვიდი გარემო როგორც ახლა იყო, მე არ მახსოვს. წინაზეც იყო ვნებათაღელვები, ახლა ძალიან მშვიდი ვითარება იყო. ყველა ოპონენტი ამბობს, რომ დააკლდა პროცენტები, ეს პროცენტები რომ შეკრიბო, 100 პროცენტი გამოდის, ესე იგი “ქართული ოცნება” აღარ არსებობს?!”
კომენტარები