საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება:
“სააკაშვილი ბუნებრივია, იქნება კამყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ მისი ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია. სააკაშვილი თავის გვარამიასთან და ბოკერიასთან ერთად ყველაფერს აკეთებდა, რომ აეყირავებინა მოლაპარაკებების მაგიდა. ის შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ არ დააკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილს, მისი ორივე პარტია, მისი პირმშოა ორივე – „ნაცმოძრაობა“ და ევროპული საქართველო, ქართული პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება და ეს იქნება ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი დემოკრატიული განვითარების, ქართული ოპოზიციური სპექტრი უნდა გაიწმინდოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალებისგან – ბოკერიებისგან, სააკაშვილებისგან და უგულავებისგან.”
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა: “ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება”.
კომენტარები