ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ტვ პირველის ეთერში ამბობს:
“დღევანდელი დღე წინ გადადგმული ნაბიჯია მოლაპარაკებებისთვის – აქამდე “ქართული ოცნება” იყო ილუზიაში, რომ კრიზისი არ დაენახა და ცდილობდა, რამდენიმე დეპუტატი გადაექაჩა და შეეყვანა პარლამენტში. დღეს ეს თემა ჩაიხსნება, დღეიდან გადავედით რეალური მოლაპარაკებების განზომილებაში.
რაც შეეხება, პარლამენტიდან გამოსვლას და სიების ჩახსნას – პროცედურა არის ასეთი, მე, ინდივიდუალური დეპუტატი, დავით ბაქრაძე, რომ დავწერ განცხადებას, რომ გამოვდივარ პარლამენტიდან, მაშინ პარტიიდან, სიით შემდეგი უნდა შევიდეს – პარტიიდან რომ შემდეგი არ შევიდეს და ამით არ მოხდეს მანიპულირება, ჯერ უნდა ჩაიხსნას შემდეგი სია და და მერე უკვე დავწერთ განცხადებებს. ასე რომ არ მოვიქცეთ, გამოვა, რომ ყველამ, ვინც სიაშია, ცალ-ცალკე უნდა წეროს განცხადება. სიები ჩაიხსნება, დღეს უკვე მივიტანეთ განცხადება ცესკოში და ხვალ უკვე, ვინც დავრჩით პარლამენტში, ისინიც დავწერთ განცხადებას და გამოვალთ პარლამენტიდან.”
კომენტარები