გამთენიისას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის მოქალაქეები მაღალი სიცხით გადაიყვენეს. ისინი თბილისში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები და თბილისში ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ შემოვიდნენ.
მათი ანალიზები დღის ბოლოს იქნება პასუხი.
„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღეს ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ისინი ერთ-ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელია, რომლებიც ერთ-ერთ რაიონში მუშაობდნენ, რომელსაც არ დავასახელებ. ჩვენი ეპიდემიოლოგები გასულები არიან, იკვლევენ ამ ადამიანებს, აიღებენ სინჯებს და დღეს მათზეც იქნება პასუხი. მინდა ჟურნალისტებს მადლობა გადაგიხადოთ, რომ აქტიურად შუქდება ეს საკითხი“, -განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები