დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
მისივე თქმით,ქვეყანაში საკმარისი მარაგი არსებობს იმისთვის, რომ კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტები შეამოწმონ.
ბრიფინგზე ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი ჩინელი ექიმის ხსოვნას, რომელსაც საზოგადოებას ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ პირველად აცნობა.
„მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ ე.წ. დაბალი რისკის მქონე ქვეყანად ვართ მიჩნეული, რადგან ჩვენთან ამ ეტაპისთვის ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არყოფილა.
უკვე გვაქვს საშუალება, რომ ადგილზე დავსვათ სრულად დიაგნოზი, დავადასტუროთ შემთხვევა და დადასტურებულ განსაზღვრებად ითვლება ის შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიული ანალიზით დასტურდება და ამის საშუალება არის. დღემდე ქვეყანაში უკვე ჩატარებულია დაახლოებით 12-მდე ლაბორატორიული სხვადასხვა ანალიზი, ასევე ჩვენ გამოვცადეთ ტესტები და ისინი ძალიან კარგად მუშაობენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში მარაგი საკმაოდ არის შექმნილი. იცით, რომ ჩვენი პარტნიორი გერმანია დაგვეხმარა, ახლა არის საშუალება, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენრტრიდან მივიღოთ, ასევე ინგლისიდან შევიძინეთ შესაბამისი ნაკრებები. ასე, რომ სრული მზადყოფნაა ლაბორატორიული თვალსაზრისით“,-განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები