მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილის შვილმა, ზუკა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ტალახაძემაც უპასუხა.
ამჯერად ლაშა ტალახაძეზე ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
“წერა-კითხვის ცოდნას შტანგა გიკრძალავს ოლიმპოსელო?! წააკითხე ვინმეს, რასაც ჯღაბნი!” – წერს ლევან ბერძენიშილი.
შეგახსენებთ, რომ ზუკა ბერძენიშვილმა ტალახაძე პრემიერ-მინისტრთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა და „გულისამრევი” უწოდა. „ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები”, – დაწერა ზუკა ბერძენიშვილმა, რაზეც ძალოსანმა უპასუხა, რომ „ასეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები”.
წყარო: digest.pia.ge
ლევან ბერძენიშვილის პოსტი უამრავმა სააგენტომ გაავრცელა უკვე – უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისათვის ლევან ბერძენიშვილის სოციალურ გვერდზე – საჯაროდ დადებული მსგავსი პოსტი არ ჩანს – “ალიამ” ცდილობდა ინფორმაციის გადამოწმებას ბატონ ლევანთან, მართლა დაწერა, არ დაუწერია, დაწერა და წაშალა, თუ რა მოხდა? – სამწუხაროდ, ბატონმა ლევანმა კომენტარის გაკეთება არ სურვა.
ალია
კომენტარები