ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს აშშ-ს ელჩის ფოტოს და წერს:
“ადამიანი, რომელმაც დანიშვნის დღიდან გამოავლინა ჩემი ქვეყნისადმი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა.
ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რათა აშშ-ს მიერ დახმარების პაკეტი ყოფილიყო მაქსიმალურად გაზრდილი, ნატო-სთან მიახლოების პროცესში გაეწია ჩვენთვის ჯერ არ ნახული დახმარება, ყოფილიყო მაქსიმალურად ობიექტური, დაეცვა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნებისმიერ პლატფორმაზე და რაც ყველაზე თვალშისაცემია, კელი დეგნანი არის ადამიანი, რომელმაც კარგად შეაფასა თუ რომელი დაჯგუფება ემსახურება ქვეყანას და რომელი – ქვეყნის მტერს!!!
კომენტარები