აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოთხ მოხალისეს, რომელსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთეს ბელის დამბლა დაუდასტურდა.
“პრაიმტაიმთან” ამ თემაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს:
“მე რა ინფორმციაც მაქვს, დაზუსტდა და დამბლის შემთხვევები ზოგადად სტატისტიკურად რაც ფიქსირდება, მას არ აღემატება, ვაქცინასთან კავშირი არ დასტურდება… კვლევა გრძელდება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, ბელის დამბლა ვლინდება სახის კუნთების უცაბედი დასუსტებით. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.
კომენტარები