რეჟისორ გოგა ხაინდრავას შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული არასწორი მონაცემები მიზანმიმართულად გაავრცელა:
„ეს არის დიდი შეთქმულების ნაწილი ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შეთქმულება საიდან მოდის, ყველამ კარგად ვიცით. მათ თავიდანვე იცოდნენ, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის იმ ქალბატონმა, პრეტენზია რომ აქვს, თითქოს ჩვენს უფლებებს იცავს და ამ დროს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებების დამცველია – სამარცხვინო ნინო ლომჯარიამ, ასევე ეკა გიგაურმა და სხვა დანარჩენებმა. მათი დრო წავიდა. დამთავრდა ბოკერიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროც.
სურათი მძიმეა, რადგან პოლიტიკურ ველზე ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც შეიძლება ქვეყანა მართოს. ეს ცუდია, ეს იგივეა, კრიტიკა არ იყოს ხელოვნებაში. თითქოს გამოჩნდნენ ახლები, მაგრამ პირველივე ნაბიჯი ფუნაში ჩადგეს. ეს ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ მერე ხომ უნდა იგრძნო, რომ სადაც დგახარ, ის ადგილი ყარს და უნდა გამოხვიდე მაქედან?! თუ თავად არ გესმის, ამის თაობაზე გეუბნებიან კეთილისმსურველები, შენი მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მაგრამ შენ ჯიუტად რჩები მანდ. დარჩები შალიკოს ფანჩატურში და იქნები იქ, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური ველი ცარიელია. მაგალითად, „ლელომ“ ფუნაში დგომა მოინდომა და იდგნენ.
ამ რვა პარტიიდან, რომელზეც ვსაუბრობთ, ხუთი-ექვსი არის „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ზოგი მშენებელი გახდა, ზოგი „გირჩი“. „გირჩი“ ალბათ მსოფლიო საეკლესიო საბჭოსკენ აიღებს გეზს, რადგან როგორც ამბობენ, ყველა ეპისკოპოსია მანდ. ამიტომ ალბათ, იქ გააგრძელებენ საქმიანობას, რადგან პოლიტიკაში ყარან“
კომენტარები