„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადება, გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ:
„ვწუხვარ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ის ნამდვილად კარგი პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან ნორმალური და კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროა, რომ წავიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ პოზიცია არ იცვლება. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ანუ მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დარჩება იგივე, რაც აქამდე იყო.
სხვა პარტიის თავმჯდომარის გადადგომა, არ გადადგომა ნადვილად ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩემ პარტიაზე, ჩვენ გვაქვს ის პოზიცია, რა პოზიციაც გვქონდა. აქ მთავარია, პარტიების პოზიცია იყოს იგივე და პარტიების პოზიცია არ იცვლება, ჩვენ ვრჩებით იმავე რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვმუშაობდით.
მე არ მგონია, ბატონი გრიგოლი სხვა რომელიმე პარტიაში შევიდეს, ის სერიოზული ადამიანია და ერთი პარტიიდან მეორეში სირბილს ნადვილად არ დაიწყებს. ყიველ შემთვევაში, უახლოეს მომავალში, მერე არ ვიცი.”
რაც შეეხება კითხვას, რა გავლენა აქვს მიხეილ სააკაშვილს, ბურჯანაძე პასუხობს: „ლიდერს, რომლის პარტიასაც ხუთასი ათასი მხარდამჭერი ჰყავს, პოზიცია, რა თქმა უნდა, აქვს ქართულ პოლიტიკაში და ეს მთლიანად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
კომენტარები