ლაგოდეხის მერის ფოტოშოპით დამუშავებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ მერმა სამუშაო პროცესს ვერ მიუსწრო, რის შემდეგაც თანამშრომლებს ფოტოშოპით დაამუშავებინა ფოტო და ჩაასმევინა თავი ფოტოში.
“ლაგოდეხის მერმა სამუშაო პროცესს ვერ მიუსწრო. ადგა და ფოტოშოპით ჩაასმევინა თავი მერიის თანამშრომლებს, ოღონდ დაპატარავება დაავიწყდათ და სახლზე დიდი გამოვიდა, შემდეგ რაც მოხდა გაგაოცებთ ადგა და პროფილის ფოტოდ ატვირთა რათქმა უნდა მალევე წაშალა როგორც მიუხვდნენ” – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.
წყარო – ნიუპოსტი
“ალიამ” სცადა ინფორმაციის გადამოწმება, როგორც ლაგოდეხელები გვიყვებიან, ტყუილია, თითქოს ლაგოდეხის მერმა თანამშრომლებს მოსთხოვა ფოტოს დამუშავება ფოტოშოპით – ლაგოდეხის მერმა თავად იცის ფოტოშოპში მუშაობა, არავისი დახმარება არ სჭირდება!
კომენტარები