თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“საფრანგეთში 1956 წლიდან მოქმედებს აბატი პიერის კანონი, რომელიც ე.წ. გამოსახლების საწინააღმდეგო კანონია და სასამართლო აღმასრულებლებს უკრძალავს ნოემბრიდან აპრილამდე, სიცივის პირობებში იმ ადამიანების გამოსახლებას, ვინც ვერ იხდის ქირას.
1956 წელს პარიზში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია ერთი ადამიანის გარდაცვალებამ, რომელიც ქირის გადაუხდელობის გამო გამოასახლეს და ქუჩაში გაიყინა. აბატი პიერის (ანრი ანტუან გრუე) ინიციატივით იმავე წელს მიიღეს ზემოხსენებული კანონი.
ჩვენც გვაქვს მაგდაგვარი, კალაძის კანონი, ელისო ბოლქვაძემ ჩამოუტანა ოცნებას პარიზიდან, ოღონდ პირიქით გაიგეს. ახლა რაც თბილისში, აფრიკის დასახლებაში ხდება, ხალხს შუა ზამთარში ქუჩაში ყრიან და სახლებს უნგრევენ, მაგ კანონის შედეგია – არჩევნების მერე გამოსახლებაც შეიძლება და ხალხის თავზე გადავლაც – ჩვენი კანონის შინაარსი ასეთია.”
კომენტარები