,,ორმაგი ნიღბის გამოყენება სასურველი არ არის, არც მარტო ფარის გამოყენებას აქვს აზრი“, – ეს განცხადება იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გააკეთა. ის რეკომენდაციას არც ე.წ. „ხუფიან“ პირბადეებს უწევს:
„ეს არ არის ნიღაბი, რომელიც საზოგადოებაში უნდა ატარონ ადამიანებმა. ასეთი პირბადეები უნდა გამოიყენონ ექიმებმა, რომლებიც უვლიან კორონავირუსიან ავადმყოფებს, ფილტრის საშუალებით ამოსუნთქული ჰაერი გარეთ თავისუფლად გადის. ამიტომაც ასეთი ნიღბის ტარებით ადამიანი შეიძლება, ინფექციის გავრცელების წყარო გახდეს“
წყარო – დაიჯესტი
კომენტარები