კალაძეს რამდენიმე პირი და რამდენიმე სახე აქვს. ერთი ხელით ძალადობს ადამიანებზე, მეორეთი კი სახლს ჩუქნის. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა 2020NEWS-თან საუბრისას განაცხადა.
„კალაძეს რამდენიმე პირი და რამდენიმე სახე აქვს, ერთი ხელით ძალადობს ადამიანებზე, მათ შორის ფეხმძიმე ქალბატონზე. მერე საზოგადოების აღშფოთებას რომ ნახავს, მეორე ხელით სახლს ჩუქნის, რომ აჩვენოს, რა კარგი ტიპია. ოღონდ ეს სახლიც ამ ხალხისათვის მოპარული ფულითაა.
„არქიმ“ რომ გადააბეტონა მთელი დედაქალაქი, თბილისში ფაქტობრივი მონოპოლია აქვს. რის ხარჯზე აკეთებენ ამას? სწორედ კალაძის ლობირებით შოულობს ეს კომპანია მილიონებს. ბავშვს სახლი რომ აჩუქა, ეს კარგია, რადგან ამ ბავშვს და მის ოჯახს სახლი ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ ბავშვს დაეხმარებოდა. გუშინ სოცქსელში რაც ხდებოდა, ყველამ ნახა. კარგია, რომ ნამუსმა სადღაც შეაწუხა, ოღონდ მას მერე, რაც ეს ფოტოები მთელმა საქართველომ ნახა. მოიფიქრა, ამით პიარი გაიკეთოს. არადა, რეალობაში, ფოტოზე აღბეჭდილი ვნახეთ ერთი ბავშვი, თორემ იქ უამრავი ბავშვია კიდევ, ვისაც სახლები დაუნგრიეს. ამით კალაძე ცდილობს აჩვენოს, რომ სახელმწიფოა ცუდი, თორემ მე კაი ტიპი ვარო. არადა, ეს სახელმწიფოც თვითონაა“
შეგახსენებთ, გუშინ აფრიკის დასახლებაში მოსახლეობისათვის უკანონოდ აშენებული სახლების ნგრევის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა მამა-შვილის ფოტო, რომელიც გუშინდელი დღის სიმბოლოდ იქცა. საზოგადოების რეაქციის შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფოტოზე აღბეჭდილ ოჯახს ბინა აჩუქა.
კომენტარები