ჩინელი ექიმების ჯგუფმა დაადგინა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის შუალედური მატარებელი ცხოველი პანგოლინია. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურ ტელევიზიაში გავრცელდა.
მეცნიერების თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის გენომის თანმიმდევრობა, რომელიც აქვს გამოკვეთილი პანგოლინებს, 99%-ით იდენტურია დაავადებული ადამიანების კორონავირუსის გენომის. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პანგოლინები შეიძლება არ იყვნენ ვირუსის ერთადერთი შუალედური მატარებლები.
კვლევა სამხრეთ ჩინეთის სოფლისმეურნეობის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს.
უახლესი ინფორმაციით, კორონავირუსის გამო დაღუპულია 636 ადამიანი და დაინფიცირებულია 31, 161 და გამოჯანმრთლდა 1,605.
კომენტარები