• რეკლამა
  • კონტაქტი
19:21, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ე.წ. აფრიკის დასახლებაში დაკავებულ 22 წლის მამაკაცს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა სასამართლომ

ალია ავტორი - ალია
19:04 12-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

ე.წ. აფრიკის დასახლებაში სამართალდამცველების მიმართ ძალადობის მუხლით დაკავებულ 22 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ათი ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდებულის ინტერესებს სასამართლოზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

„პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ ყოფილიყო აღმკვეთი ღონისძიება გამოყენებული, თუმცა თუ მოსამართლის ინიციატივით მაინც იქნებოდა გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება, ყოფილიყო მინიმალური, 1 000-ლარიანი გირაო. თუმცა სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება იმ საკითხს, გავასაჩივრებთ თუ არა, ამ ყველაფერზე ბრალდებულთან გავივლი კონსულტაციებს“, –  განაცხადა საია-ს ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ.

პროკურორის განცხადებით, საქმეში ჯერჯერობით მხოლოდ მოწმეთა წერილობითი ჩვენებები დევს, თუმცა წინასასამართლო სხდომამდე შეეცდებიან, ვიდეომტკიცებულებების მოპოვებასაც.

„სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. მიიჩნია, რომ   საქმეში არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება საპატიმრო გირაოს სახით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ აღიარა ბრალად ჩადენილი ქმედება, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არის ამ ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვები, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვები, თუმცა ეს არის 48 საათში მოპოვებული მტკიცებულებები. ამ 48 საათში ბრალდების მხარემ რაც შეძლო, ამოწურა, მაგრამ წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 3 თებერვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს ეს პერიოდი ექნება საქმეზე სამუშაოდ და დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. რაც შეეხება ნაწილობრივ აღიარებას, ბრალდებულს არ უსაუბრია დეტალებზე, თუ რა ნაწილში ცნობს თავს დამნაშავედ. გადაწყვიტეს, რომ ამ დეტალებზე შემდგომ სასამართლო სხდომაზე ისაუბრონ“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა, რასაც ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს პოლიციამ სულ 12 პირი დააკავა, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

წყარო – 1ტვ

თეგები: აფრიკის დასახლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved