ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლის დანგრევის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დანგრევა კვირას, 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.
ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბავშვთა უფლებადამცველი ანა აბაშიძე ფორმულასთან საუბარში ყვება, რომ ეს არის 6-წევრიანი ოჯახი, სადაც ცხოვრობენ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლები, მათი 3 შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ხანდაზმული ბებია.
“ეს არის 8 წლის გიგი, რომელიც აფრიკის დასახლებაში ცხოვრობს და რომლის სახლის დემონტაჟიც კვირას დილით არის დაგეგმილი. გიგის სიცივეში დარჩენა ემუქრება.
გიგის ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლები და 79 წლის ბებია, დევნილები.
ეს წუთია #PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა გიგი ჩანგელიას სახლის დანგრევის შეჩერებაზე.
ახლა ჯერი სასამართლოზეა.
ფოტოს გამოქვეყნებაზე ნებართვა აღებული გვაქვს გიგისგან და მისი მშობლისგან”- წერენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კომენტარები