პიარტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დამიჯდა ტელეფონი.
შევიპარე გუდვილში.
შევიპარე, რადგან გარეთ მჯდომმა ანტისეპტიკის დამსხმელმა დაცვის გოგომ – ბენდენით ვერ შეგიშვებო.
– ბენდენა არაა, პირბადეა, თან 6 შრიანი – მეთქი.
– ბენდენას ჰგავს და მე როგორიც მიკეთია, ისეთი უნდა გეკეთოსო.
– ყურებს ვზოგავ, ეგეთი არ მინდა, ეს ჯობია და ჩემი ნებაა როგორს გავიკეთებ – მეთქი.
– არ ჯობიაო. – ისეთი დამაჯერებლობით თქვა,
– ამირან, შენა ხარ – მეთქი?
– ვინ ამირანიო?
– გამყრელიძე – მეთქი.
– არა, ნონა ვარო და ვერ შეგიშვებ ბენდენითო.
– ბენდენა არაა, პირბადეა – მეთქი.
– კაი, დაცვის უფროსს უთხარიო. (დაცვის უფროსს ეტყობა რო უფროსია, 1 ლიტრიანით ასხამს შემსვლელებს ანტისეპტიკს, ეს კიდე ნახევარლიტრიანით).
ამ დაცვის უფროსს შევეპარე.
ვიარე, ვიარე, მივაგენი დამტენების სექციას.
24 დეკემბრამდე ამ კარადას ვერ გავაღებთო – აწერია დიდზე და შემოღობილია “დუ ნოთ ქროს” – წარწერიანი პოლიციის მაგვარი ლენტით.
გამოვედი გუდვილიდან.
დგას კუნძულის მაგვარი სავაჭრო რაღაცეები როა (წინდები, საფულეები, სატენები, ბიჟუტერია, საათები, და აშ, ანუ ზოგი რამე, რაც გუდვილში იყიდება. გუდვილი კიდე იმიტოა ღია რო, გუდვილში ამ რაღაცეებთან ერთად ხაჭაპურიც იყიდება და ხაჭაპური საკვებია და საკვებს რეგულაცია არ ეხება.)
გარეთა სტენდთან ვნახე სატენები.
აწერია – მხოლოდ ონლაინო.
დავურეკე – სატენი მინდა – მეთქი.
– მისამართი მოგვწერეთ და მოგიტანთო.
– საიდან მოგაქვთ – მეთქი?
– გუდვილიდანო. სად მოგიტანოთო?
– გუდვილში – მეთქი.
– ეგ ონლაინ გაყიდვა არაა, სადმე სხვაგან გადიო.
– მაშინ არ მინდა – მეთქი.
წამოვედი.
შევედი გალფზე.
ვიყიდე სატენი.
გალფზე სატენის ყიდვა 24 დეკემბრამდეც შეიძლება, გუდვილში – არა, პანდემიაა.
მივედი სამგორში.
– ღვავილი, ღვავილი, ბიჩი, ღვავილი ხუარ გინდა?
ყვავილი არ მინდა. ტყავი მინდა.
მეყვავილის გარდა არავინ მუშაობს, ოღონდ ისე, რომ ყველა მუშაობს, ოღონდ არავინ მუშაობს, მარა ყველა მუშაობს. (ამაზე გასაგებად ვერ ახსნი).
მასობრივი სიგიჟეა და ვინც ამ სიგიჟეზე ზომა უნდა მიიღოს, ისიც გიჟია და ვაფშე თვითონაა ავტორი. შემოღობვა დაეზარა, თორე უნდოდა შემოვეღობეთ და პალატა “წილხვედრი” დაერქმია, მარა დაგვაკვირდა და მიხვდა რო ტყუილი ხარჯია, მაინც ვეჩვევით და ისედაც არსად (ვერსად) გავრბივართ.
სერიიდან – ყველა იმ ქვეყნის ჯიში გაწყდა, ვისაც ატომური ბომბი აქვს და რამე სხვა მიზეზს ელოდება, რო გვესროლოს.”
კომენტარები