„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ხელისუფლებასთან ვერ შეთანხმდებიან, გაზაფხულზე ოპოზიცია აქციებს დაიწყებს:
„გაზაფხულზე ნამდვილად ვაპირებთ აქციებს, თუმცა ამის სურვილი არ გვაქვს. თუ მანამდე მოხერხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, აქციები არ იქნება. თუ არ მოხდება ასეთი შეთანხმება, ბუნებრივია, საპროტესტო მშვიდობიანი აქციები არის ზეწოლის ერთ-ერთი დემოკრატიული, კონსტიტუციური, კონვენციური ფორმა და თავისთავად ცხადია, რომ ეს ფორმაც გამოყენებული იქნება.”
კომენტარები