ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა. ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია WizzAir-მა პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში დღეს 181 მგზავრს მოემსახურა. მგზავრებს აეროპორტში ქუთაისის ახლადარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი დახვდა.
WizzAir-ი საახალწლო პერიოდში სამ რეისს შეასრულებს.
„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მოქალაქეებს, რომ ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. გამცილებლები დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შშმ პირების ან ბავშვების თანმხლები პირები არიან. პირბადის არქონის და 37,5-ზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მოქალაქეები ტერმინალში არ დაიშვებიან“, – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერის მოადგილემ, გაგა სანიკიძემ.
კომენტარები