კახეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ორი პაციენტი, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ექიმების განმარტებით, თელავში მცხოვრები, 82 წლის ასაკის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრის, 70 წლის ასაკის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაციონარში შეყვანისთანავე რთული იყო.
კორონა ვირუსით გარდაცვლილ მესამე პაციენტს, საგარეჯოში მცხოვრებ 68 წლის მამაკაცს, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.
სექტემბრიდან დღემდე, კოვიდ- 19-ით, რეგიონში, 57 მოქალაქე გარდაიცვალა.
დღის განმავლობაში, ვირუსისგან 189 პირი განიკურნა.
სულ კახეთში, კორონავირუსის 7,709 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
დღევანდელი მდგომარეობით, 3737 მოქალაქე მკურნალობს ბინაზე 15 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო კოვიდ- კლინიკებში, 174 პაციენტი იმყოფება.
კომენტარები