ბელგიამ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა. პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროს განცხადებით, მიზეზი დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ახალი შტამის გავრცელებაა.
“ჯერ ძალიან ბევრი კითხვაა და ჩვენ გვჭირდება კომპეტენტური და სრულყოფილი პასუხი. კითხვებია მუტაციაზე და თუ ეს ასეა, მაშინ მიაღწია თუ არა უკვე ახალმა შტამმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებამდე. კონტრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს. ველოდებით სპეციალისტებს. იძულებულები ვართ მივიღოთ თავდაცვითი ზომები. ჯერ მიმოსვლას 24 საათით ვაჩერებთ და არ გამოვრიცხავთ ამ რეჟიმის გახანგრძლივებას.
ჩვენი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დიდი ბრიტანეთიდან ბელგიის ტერიტორიაზე ვერავინ შემოვა და ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ“, – განაცხადა ალექსანდრე დე კრომ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი შტამი ნიდერლანდებში და იტალიაშიც გავრცელდა.
კომენტარები