შეზღუდვები მინიმალურად უნდა მოიხსნას, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ “რუსთავი 2-თან” განაცხადა.
“დაწესებულმა შეზღუდვებმა გარკვეულწილად შეამცირა დაინფიცირებულთა რაოდენობა, ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებია, თუმცა ეს არ არის მცირე, საკმაოდ დიდია, დრამატულია ამ წუთისთვის ქვეყანაში სიტუაცია, სრულიად ყველაფერი არ უნდა გაიხსნას, ჩემი მოსაზრებით, გახსნა აუცილებლად გამოიწვევს მატებას ინფიცირებულების, ახალი წელი მოდის და რაღაც შეზღუდვები, ალბათ, მინიმალურად უნდა მოიხსნას”
კომენტარები