Soroptimistinternational Batumiclub – ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის კლუბის წევრი, მაია სურმანიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“მაპატიეთ ამას რომ ვწერ ხალხო ახლა, მაგრამ ისაა დანაშაული, ამ კაცმა რომ 6 შვილი გააჩინა. ერთი ფილმია: ბეირუთში პატარა ბიჭი ციხეში მოხვდება, რადგან მშობლები ასე აჩენენ შვილებს და 11 წლის გოგო გაათხოვეს, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა და პატარა ძმამ ის ქმარი დაჭრა.
ციხიდან უჩივლებს მშობლებს, რომ აუკრძალონ ასეთ გაჭირვებულ ოჯახს კიდევ შვილის გაჩენა, რადგან დედა ისევ ორსულადაა.
მსოფლიოს 3/4 ასეთი გაჭირვებული ხალხის ხარჯზე 8 მილიარდამდე გამრავლდა და ამ პრობლემასთან ბრძოლა ცასა და მიწას შორის მყოფებმა ბიოლოგიური ომებით დაიწყეს და კიდევ რას გვიპირებენ ვინ იცის.
გთხოვთ კომენტარებს ნუ დამიწერთ, ვიცი ისედაც რა ცუდ რეზიუმემდე ვარ მისული ცხოვრებაზე დაკვირვებით.
რადგან ზოგი მიხვდეს რაზე ვწერ და ეს კაცი ფიგურალურადაა ამ მსოფლიო პრობლემასთან (ჩინეთს არ ეხება ეს), დავამატე ფოტოები–ესაა სწორი? ცოდვა არ არიან ეს ბავშვები? 2 გყავს ასე და 4-ს ამატებ?
ფილმის პოსტერიც დავდე და ვფიქრობ ეს ფილმი რა მძიმეც არ უნდა იყოს, ყველამ უნდა ნახოს.”
მოგვიანებით, იგი სოციალურ ქსელში ავრცელებს კახა კალაძის და მრავალშვილიანი ოჯახის ფოტოს, და წერს, რომ იცის “ასეთ საჩუქრებს ყიდიან და ბავშვები უსახლკაროდ რჩება”:
“ეს კიდევ გახარებული ოჯახი–ბინა აჩუქეს. მაგრამ ეს ბინები, სახელმწიფომ თუ კერძო პირმა გასხვისებისა და დაიპოთეკების უფლების გარეშე უნდა აჩუქონ. ვიცით ასეთი საჩუქრები მაშინვე იყიდება და ისევ უსახლკაროდ რჩება ბავშვები. ღმერთმე ხელი მოუმართოს ამ ოჯახს”
შეგახსენებთ, ბავშვების დედა, რომელსაც მაია სურმანიძე 6 შვილის გაჩენაში “ადანაშაულებს” – გარდაცვლილია.
მართალია, ქალბატონი მაია წერს, ამ კაცმა გააჩინაო, მაგრამ, ვფიქროთ, ის მაინც ეცოდინება, რომ ბავშვები დედამ გააჩინა, რომელიც გარდაცვლილია, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც არ ახსენა.
“ალია” დაუკავშირდა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ბათუმის კლუბს, გვინდოდა მათთვის გვეკითხა, ისინიც იზიარებენ, თუ არა, ქალბატონი მაიას აზრს და თვლიან თუ არა, რომ მრავალშვილიანობა დანაშაულია. მაშინ, როცა ყველა ქვეყანა ცდილობს დაეხმაროს მრავალშვილიან ოჯახებს, საქართველოში ვითხოვთ, მრავალშვილიანობა დანაშაულად შეფასდეს?!
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქალბატონმა მაიამ აღნიშნული წერილი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, იგი უამრავმა ადამიანმა საჯაროდ გააზიარა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, დღემდე, არც მას და არც ორგანიზაციას დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.
ეს ის ფოტოებია, რომელიც ქალბატონმა მაიამ თავისი წერილის გასამყარებლად და ფოტომტკიცებულებად გამოაქვეყნა:
კომენტარები