მსახიობი, ზურა პირველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“პოლონეთში აქამდე არ დაუნიშნავთ კომენდანტის საათი. ახლა პირველად დაინიშნა ერთი ღამით: 31 დეკემბრის 19:00-დან 1 იანვრის 06:00-მდე.
მიზეზი ხომ გასაგებია? ამ ღამეს ყველა ნასვამია, არის ხვევნა-კოცნა-ჩახუტებები და ამის თავიდან ასაცილებლად ინიშნება კომენდანტის საათი. ხომ არის ამაში ლოგიკა?
საქართველოში უკვე რამდენი ხანია კომენდანტის საათია და საახალწლოდ ერთი ღამით ხსნიან!
გთხოვთ, გამაგებინეთ ამ საქციელის ლოგიკა და მიზანი?
ახალი წელი ხომ არც რელიგიური დღესასწაული არაა, რომ ეკლესიის მოთხოვნით მოხსნან შეზღუდვა?
რატომ აკეთებენ ასე?
რომ ერთ ღამეში რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დაინფიცირდეს?”
კომენტარები